„არ ვარ ინტრიგანი, მეგობრებო! უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში? პასუხი რა არის?“ – კითხულობს ნუკი კოშკელიშვილი და ავრცელებს ვიდეოს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აიცრნენ მისი მშობლები ვაქცინის პირველი დოზით და ახლა მეორეზე ვეღარ რეგისტრირდებიან.
„ჩემმა მშობლებმა გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზები, ახლა უწევთ მეორე, დარეკეს და ჩვენ ვაქცინა აღარ გვაქვსო. ათ კვირაში დაგვიკავშირდით, შეიძლება გვქონდესო. კი, მაგრამ პირველ დოზას ხომ ექნება ვადა გასული… კი ექნება, მაგრამ… ვის მიმართონ დედამ და მამამ, რომ მიიღონ თავიანთი კუთვნილი ვაქცინის მეორე დოზა. არასწორად ვრეკავთ თუ რა ხდება? ვის უნდა დავუკავშირდე ამ საკითხთან დაკავშირებით?“
