LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურავის გაუკვირდება, რომ ჩამოშლილი, სახედაკარგული ოპოზიცია ვერ შეძლებს არჩევნებზე სათანადო კონკურენციის გაწევას „ოცნებასთან“ – დავით მათიკაშვილი

119
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„ყველაფერი, რაც დღეს არის სახეზე ევროპული ინტეგრაციის კუთხით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა, ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ჩამოშლილი, სახედაკარგული ოპოზიცია ვერ შეძლებს სათანადო კონკურენციის გაწევას არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ და ის აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა.

გადაცემაში „დღის თემა“ მმართველი გუნდის წევრი პარტიის ლიდერების მსგავსად ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა.

კალაძე: არანაირი კოალიციური მმართველობა არ იქნება, „ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ!

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხიც.. 2028-შიც ვაპირებთ მოგებას“ – ირაკლი კობახიძე 

დავით მათიკაშვილმა პირდაპირ ეთერში არმაზ ახვლედიანის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, დამოუკიდებელი დეპუტატი ხელისუფლებას სთავაზობს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.

„უკვე საფუძველშივე პროვოკაციული განცხადებაა. პარლამენტის წევრების მიერ შექმნილი ჯგუფი არცერთ ქვეყანაში არ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ქვეყანაში უზრუნველყოფენ ის საკონსტიტუციო ორგანოები, ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ. არმაზ ახვლედიანმა უნდა გადაარჩინოს სამართლიანობა არჩევნებში? საზოგადოებამ შეაფასოს რამდენად მცდარი და მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულებისთვისაა საჭირო და სასარგებლო ეს შეთავაზება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“ – ირაკლი ზარქუა „გორბის“ კვლევაზე

„კვლევა კი არა, დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას.. ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g