LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის შექმნაზე რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ იმიტომ არ უნდა შექმნა, რომ გარკვეულ ასაკს მიაღწიე, ან ამას შენგან საზოგადოება ელოდება…“ – რა არის მთავარი პირად ურთიერთობაში ინდირა ჯგერნაიასთვის

294
page

ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თუ რა ანიჭებს შინაგან სიმშვიდეს და როგორი ურთიერთობა წარმოუდგენია იდეალურად.

„ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა თაყვანისმცემლების რაოდენობა, არამედ იმ ერთი ადამიანის არსებობა, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს ვიგრძნობ. რაც შეეხება ოჯახის შექმნას, რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია. მეც, როგორც ყველა ქალს, მაქვს სურვილი, გვერდით მყავდეს ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრების ლამაზ წუთებსაც გავიზიარებ და რთულ პერიოდებსაც ღირსეულად გავივლი. თუმცა არასდროს მიმაჩნდა, რომ ოჯახი მხოლოდ იმიტომ უნდა შექმნა, რომ გარკვეულ ასაკს მიაღწიე ან საზოგადოება ამას შენგან ელოდება. ჩემთვის ქორწინება უბრალოდ სტატუსი არ არის. ეს არის სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება და რაც მთავარია, შინაგანი სიმშვიდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები