LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა გულიაშვილის სიმღერების პრემიერა და ტურნე საქართველოს მასშტაბით

63
IMG-0071

„რადიო დუეტის” სტუმარი მსახიობი პაატა გულიაშვილი იყო, მან არ დაიდარდოს” ეთერში ორი ახალი სიმღერა დააპრემიერა, ერთი დუეტია პაატა ხაჩიძესთან ერთად, მეორე კი სოლო ნამუშევარი. „უშენოდ არ მინდა” ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომლის ავტორი თავად პაატა ხაჩიძეა, სოლონამუშევარი კი მედიკო კარტოზიას ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის „დრო მიდის” ახლებური ვერსიაა. მსახიობმა პაატა ხაჩიძესთან ერთად საქართველოს მაშტაბით ტურნეზე ისაუბრა და შემოდგომაზე საბერძნეთში ვიზიტი დააანონსა…

მოგესალმები პაატა, როგორ ხარ?

მოგესალმები თაკო, დღეს ჩემთან ერთად პაატა ხაჩიძეც უნდა ყოფილიყო შენი სტუმარი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა მოსვლა. დღეს რომელი სიმღერაც უნდა დავაპრემიეროთ, „უშენოდ არ მინდა”, ტექსტისა და მუსიკის ავტორი სწორედ პაატაა, აჩიკო ოშხანელია არანჟირების ავტორი, მისივე სტუდიაში დამზადდა. პროექტის გაკეთება გვინდოდა მე და პაატას, კლიპიც გადავიღეთ, სამოყვარულო დონეზე, ხალხს მოსწონს, ბევრი ნახვები აქვს, ამ ეტაპზე საქართველოს მაშტაბით ტურნე გვაქვს, პაატას თავის მხრივ ქუჩის ბიჭებთან” ერთად ბათუმში კონცერტები აქვს, საკმაოდ დატვირთული ზაფხულია.

მოგვიყევი ტურნეზე, რომელიც შენ და პაატა ხაჩიძეს საქართველოს მაშტაბით გაქვს?

ახალციხიდან დავიწყეთ და მთელი საქართველოს  მასშტაბით ყველა რაიონულ ცენტრს ვსტუმრობთ, დაგვრჩა 4-5 ქალაქი. ახლა 18-ში გვაქვს ბორჯომში, 19-ში სენაკში. საათნახევრიანი პროგრამაა, პაატა მღერის და მე ვწვალობ”, ასე ვამბობ ხოლმე.

საზღვრებს გარეთ ხომ არ იგეგმება კონცერტები?

სექტემბერში მივდივართ საბერძნეთში, ეს რაც დაგეგმილია. ძალიან საინტერესოა ერთად მუშაობა, კარგი პროექტი გამოვა. პაატამ მითხრა ერთი პაატაც გვინდა და ჯგუფი გამოვაო. პროექტის იდეა ის იყო, რომ უნდა გაყიდულიყო და რეალურად გაამართლა.

მოგვიყევი სოლო სიმღერაზე რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?

ყველასთვის კარგად ცნობილი მედიკო კარტოზიას სიმღერაა, ახლებური ვერსია გავაკეთეთ, არანჟირება არჩილ ოშხანელს ეკუთვნის. სულ მინდოდა ამ სიმღერის სხვანაირად გაკეთება, სულ მაინტერესებდა და ვთხოვე ქალბატონ მედიკოს და დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

პაატა გულიაშვილი – დრო მიდის

 

პაატა ხაჩიძე & პაატა გულიაშვილი – მონატრება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პაატა გულიაშვილი.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g