კიმ კარდაშიანმა 46-ე დაბადების დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში, განსაკუთრებულად აღნიშნა. სადღესასწაულო საღამოსთვის კიმმა 1995 წლის „პაკო რობანის“ საარქივო სამოსი შეარჩია.
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ეპიზოდი კი კიმისა და მისი უმცროსი დის, ქლოე კარდაშიანის მონაწილეობით შედგა. დებმა სელინ დიონის ცნობილი ჰიტი My Heart Will Go On შეასრულეს, თან მიკროფონის ნაცვლად ჩვეულებრივ კოვზს იყენებდნენ.
ფოტოები და ვიდეოები წვეულებიდან თავად იუბილარმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„სიყვარულის მორევში გადაეშვნენ“ – კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის ვიდეო მედიასივრცეს იპყრობს
ფოტო/ვიდეო: კიმ კარდაშიანი 21 სანტიმეტრიანი ფეხსაცმლიდან გადმოვარდა