პარიზში შესაძლოა დამატებით 3 ხიდი გაჩნდეს, რაც ქალაქის იერსახეს სრულიად შეცვლის. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მდინარე სენაზე ახალი ხიდები უნდა აშენდეს და მათ განსათავსებლად ისტორიული ცენტრი შეირჩა. ერთი ხიდი ტინო-როსის პარკის სიახლოვეს აიგება, ორი კი ბერსის საქმიანი უბნის ტერიტორიაზე. საინტერესოა, რომ სამივე ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის და ასევე ველოსიპედისტთათვის იქნება განკუთვნილი. როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხიდები ქალაქის იერსახეს გააცოცხლებს, რადგან გარდა გზისა, მათზე ბაღები და ღია კაფეებიც მოეწყობა.