LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ჟურნალისტები „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ – მათი ნაწილი შენობაში არ შეუშვეს

146
Untitled design (1)

პარლამენტში, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ონლაინმედიის ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეიკრიბნენ პლაკატებით – „არა პუტინის კანონს“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“.

ამასთან, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მათი კოლეგების ნაწილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

როგორც „პუბლიკას“ ჟურნალისტი აცხადებს, მედიის ნაწილმა პარლამენტში შესვლა შეძლო, თუმცა მეორე ნაწილი, რომლებისთვისაც საშვების დაშვება დეპუტატებმა მოითხოვეს, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ჟურნალისტების თქმით, პარლამენტმა დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება შეუზღუდა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის საშვებზე კვოტა დააწესეს.

ცნობისათვის, ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია წინა კვირასაც გამართა.

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

რაც შეეხება „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, თუმცა ცვლილებები არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

 

 

magti 5g