LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარტიაში, როგორც „შპს-ში“, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა.. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“ – ნიკა მელია

186
ნიკა მელია

ლევან ხაბეიშვილის მიერ „ენმ“-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „რუსულს რეჟიმს რუსული მეთოდებით ვერ დაამარცხებ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც „შპს-ში“, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.

რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილი: მხარს ვუჭერ „ენმ“-ს ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები