„კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია ჩვენს კლინიკაში
ჩვენს კლინიკაში პიერ-რობენის სინდრომის მქონე პატარა პაციენტს ჩაუტარდა რთული ქირურგიული ჩარევა.
ალთან ვაროლი – თურქეთიდან მოწვეული ყბა-სახის ქირურგი
ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის გუნდი დავით ჯმუხაძის ხელმძღვანელობით
პიერ-რობენის სინდრომისთვის დამახასიათებელია ქვედა ყბის განუვითარებლობა – მიკროგნათია, რის გამოც ენა უკან ინაცვლებს, ვიწროვდება ხახისა და სასუნთქი გზების სივრცე და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის გაძნელება.
პაციენტს ქვედა ყბაზე დაუფიქსირდა დისტრაქტორები – სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქვედა ყბის დაგრძელებას.
აღნიშნული მეთოდი – დისტრაქციული ოსტეოგენეზი – ხელს უწყობს ქვედა ყბის ზრდასა და წინ წამოწევას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ენის წინ გადანაცვლებას, სასუნთქი გზების სივრცის გაფართოებასა და სუნთქვის გაუმჯობესებას.
რთული კლინიკური შემთხვევების მართვა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ გუნდურ მუშაობას, გამოცდილებასა და თანამედროვე ქირურგიული მეთოდების გამოყენებას.
ეს კიდევ ერთი რთული შემთხვევაა, რომელსაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
