მეგან ფოქსის ექს-პარტნიორი, კოლსონ ბეიკერი როგორც ჩანს, დაკოტა ჯონსონის სახლში ღამის გასათევად დარჩა. ამის შესახებ გამოცემა Page Six ექსკლუზიურ ფოტოებსა და ვიდეომასალაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეპერი ხუთშაბათს, გვიან ღამით, ლოს-ანჯელესში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ დაკოტა ჯონსონის სახლთან მივიდა.
წყვილი პაემანზე გასულ კვირასაც შენიშნეს, რასაც მათ რომანის შესახებ ჭორების გავრცელება მოჰყვა.
„პირველი ღამის ეფექტი“ – ასე შეაფასეს დაკოტასა და კოლსონის უახლესი ფოტოები სოციალურ მედიაში.
„კრის მარტინის დასავიწყებლად არ გამოადგა და მიატოვა“ – დაკოტა ჯონსონი და ტაკერ პილსბერი დაშორდნენ