LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში შინაურ ცხოველებს საავადმყოფოში პატრონების მონახულების უფლება მისცეს

154
ქირიას NEWS შაბლონი (8)

პორტუგალიის ქალაქ პორტუში მდებარე სან-ჟუანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში შინაურ ცხოველებს საშუალება მისცეს, საავადმყოფოში მყოფ პატრონებს ეწვიონ. ინიციატივის მიზანია, ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში პაციენტებს საყვარელ ცხოველებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისცენ და ემოციური მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში ხანგრძლივად უწევთ დარჩენა, მათ შორის მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. შინაურ ცხოველებთან შეხვედრა მათთვის ემოციური მხარდაჭერის წყარო შეიძლება გახდეს.

პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა 65 წლის ანტონიუ, რომელიც საავადმყოფოში უკვე სამი თვეა იმყოფება. მას მეუღლემ ძაღლი, პრინსეზა მიუყვანა. ოჯახმა ცხოველი ხუთი წლის წინ ქუჩიდან აიყვანა.

„სიხარულისგან გული ამიჩქარდა. ის ჩემთვის ოჯახის წევრივითაა, როგორც ქალიშვილი“, – ამბობს ანტონიუ.

შინაური ცხოველების ვიზიტები წინასწარ თანხმდება სამედიცინო პერსონალთან. ექიმები აფასებენ პაციენტის მდგომარეობას, ცხოველის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების პირობებს. ვიზიტების დროს აუცილებელია ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, რათა შეხვედრამ სხვა პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

ინიციატივა მიზნად ისახავს, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში პაციენტებს საყვარელ ცხოველებთან კავშირის შენარჩუნებაში დაეხმაროს და მკურნალობის რთული პერიოდი შეუმსუბუქოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები