საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური მიმართვით ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დასამტკიცებელი არაფერია და ყველაფერი ნათელია.
“მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაც ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს ყველაფერი ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა – ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.