LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქები, სადაც ინტიმური კავშირის დამყარება ყველაზე კომფორტულია

54

ექსპერტებმა დაასახელეს ის ქალაქები, სადაც ინტიმური კავშირის დამყარება ყველაზე კომფორტულია. ზაფხულის სეზონი არის ის23 პერიოდი, რომელსაც პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ელოდება და ცდილობს ის დაუვიწყარი გახადოს. საზაფხულო რომანების გარეშე კი დასვენება სრულყოფილი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთმა პორტალმა ყველაზე მოსიყვარულე ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

ბუნებრივია, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი პარიზია, ქალაქი სადაც ტრადიციული სტერეოტიპების გავლენა დღემდე ძალიან ძლიერია. საფრანგეთის დედაქალაქი რომანტიკული ურთიერთობებისთვის ალბათ ყველაზე მეტადაა მზად. სიაში შემდეგ პოზიციებს ლოს-ანჯელესი და ლას-ვეგასი იკავებენ, ამერიკული ქალაქები სადაც პარტნიორის პოვნა ალბათ ყველაზე მარტივია. რაც შეეხებათ ლონდონსა და ბერლინს – ისინი სიაში ევროპული ტოლერანტობისა და სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ადამიანების სიმრავლის გამო მოხვდნენ.

რეიტინგში საპატიო ადგილები დაიკავეს ამსტერდამმა და იბიცამ, რასაც სავარაუდოდ, ზედმეტი კითხვები არც სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები