LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

107
462535858_1184949505948900_1436088648748049998_n

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პირველი კორპუსის და პოლიტკოვსკაიას N47-ის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

„გავეცანი მათ, როგორც ვაკის რაიონის დელეგატი, გამოვუცხადე სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ გამოწვევებში რომელზეც მოგვიწევს მუშაობა. მოსახლეობამაც თანადგომა გამოხატა ჩვენი გუნდის მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა და დიდ სტიმულს მაძლევს. ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, მოვუწოდეთ რომ ყველამ მიიღოს მასში მონაწილეობა, თითოეული ხმა ძვირფასია, 26 ოქტომბერს ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“- განაცხადა ზუკა რურუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g