ქართველმა ქანთრი მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
მუსიკოსმა გამარჯვება ნომინაციაში „წლის საუკეთესო შესრულება“ მოიპოვა.
„წელს გამიმართლა და წლის საუკეთესო შესრულების ჯილდო მოვიპოვე. გულითად მადლობას გიხდით“ – წერს არტისტი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მან შარშანაც გაიმარჯვა, ორ ნომინაციაში: „2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა“ და „წლის საუკეთესო შესრულება“.
ცნობისთვის, ქართველი შემსრულებელი, შოთა ადამაშვილი, რომელიც საქართველოში ფართო აუდიტორიამ „ვოისის“ ერთ-ერთი სეზონიდან გაიცნო, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს.