ქეთი მელუა ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონიალზე ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი სამოსით გამოჩნდა. მომღერალმა გააზიარა პოსტი, სადაც ქართველი დიზაინერის შესახებ საუბრობს და წერს:
„ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი გუნდის წევრებმა შემატყობინეს, რომ ქართველი დიზაინერი ანუკი თანახმა იყო კოლაბორაციისთვის. ეს მოხდა რამდენიმე თვით ადრე, სანამ მე ევროპული კულტურის ჯილდოს ცერემონიაზე გამოსვლისთვის ვემზადებოდი, სადაც ვივიენ ვესტვუდსა და სოფი ლორენს ცხოვრების განმავლობაში მიღწევებისთვის ჰქონდათ მიღებული ჯილდოები.
მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც მოდის ყოველთვის ესმის, მაგრამ როდესაც წლების განმავლობაში მაცვია ის, რაც სიყვარულით და კარგი ხარისხითაა შექმნილი, ეს ჩემს თავდაჯერებაზე ახდენს გავლენას და შინაგანად ანთებულს მხდის. ზუსტად ასეთივე ეფექტი აქვს კარგ სიმღერასაც.
დაჯილდოების ცერემონიისთვის ანუკის მიერ შექმნილი ამ ბრწყინვალე კაბის ნახვის შემდეგ, რომელიც დიზაინერმა გამომიგზავნა, მოხიბლული დავრჩი. ასევე მომეწონა კომბინიზონის შექმნის იდეაც, როდესაც ანუკიმ მისი ესკიზი გამომიგზავნა, შავი ხავერდი გაწყობილი მცირე ქვებით. არ მიყვარს ჩემი მკლავების გამოჩენა, რადგან არ მაქვს ისინი ისეთი, როგორიც მაგალითად, ჯენიფერ ენისტონს, მაგრამ ანუკის გემოვნების შეგრძნება და მისი თანამედროვე მიდგომა ნამდვილად სრულყოფილია.
დიდი მადლობა, ანუკი, არ მეგონა, თუკი ეს ასე მარტივად მოხდებოდა…“