ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თევდორაძის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. განყოფილების უფროსი მიაცილებდა ხეს, რომელიც გადაჰქონდათ. მას სავარაუდოდ უკანა მხრიდან დანა დაარტყეს, ეს რა თქმა უნდა ხის გადატანას არ უკავშირდება, თუმცა არ ვიცი რის გამო მოხდა“,-განაცხადა პირველ არხთან ბონდო თევდორაძემ.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.