LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა… შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის” – ექიმი ვახტანგ კალოიანი

183
xkpqzaymlj1b7ys

ექი­მის, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 24 დე­კემ­ბრი­დან დაწესებული შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას.

კალოიანი აღნიშნავს, რომ მთავარი მოცემულ ვითრებაში მობილობის შემცირებაა, ექიმი ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს.

ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერში ისაუბრა.

“შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბით და მე არ მგო­ნია, რომ სის­ტე­მამ უსაფრ­თხოდ გა­უძ­ლოს იგი­ვეს, რაც იყო დე­კემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ან სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ბა­თუმ­ში.

ჩემი აზ­რით, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხებს ადეკ­ვა­ტუ­რად მარ­თოს ნა­კა­დე­ბი და მარ­თოს იმ შე­ზღუდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც იქ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი „შავი პა­რას­კე­ვი“, არ­ჩევ­ნე­ბი და ბევ­რი მსგავ­სი ფაქ­ტია, რო­მე­ლიც არ გვაძ­ლევს იმა­ზე ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ. ჩემი აზ­რით, იან­ვარ-თე­ბერ­ვა­ლი მოგ­ვი­წევს მეტ-ნაკ­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, რათა უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ. დღეს 18 დე­კემ­ბე­რია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მარ­თვის რო­გორ ფან­ტას­ტი­ურ და უსაფრ­თხო სის­ტე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რომ ერთ კვი­რა­ში უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ გავ­ხსნით თუ არა სა­ა­ხალ­წლოდ ქვე­ყა­ნას და ახლა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ მო­ლებ­მა გეგ­მა, შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი რი­გე­ბის მარ­თვას“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზებულად და თანმიმდევრულად ქვეყანაში არაფერი კეთდება.

“ასე­თი კლი­ნი­კუ­რი ვაკ­ჰა­ნა­ლია, რაც ჩვენ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კო­ვი­დის მარ­თვა­ში, მე ბევ­რი არ მახ­სოვს. ბევ­რი პან­დე­მია, ომი და სხვა­დას­ხვა ჯან­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­მივ­ლია ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბა და „დომ­ხა­ლი“ არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლი და სა­კი­თხი არ გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად არც არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბა. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რი ამ­ბობს – რა ვქნა, ახლა იმი­ტომ კვდე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, რომ არ მცა­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ვნა­ხოო და ეს უკვე მე­ტყვე­ლებს, სის­ტე­მა რო­გორ გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს“, – გა­ნა­ცხა­და კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g