LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სჭირს, ნუთუ ეს გერია?“ – 55 წლის გერი ბარლოუს ახალმა ფოტოებმა დიდი შეშფოთება გამოიწვა, რას ამბობენ არტისტის მეგობრები

192
page

ბრიტანული ჯგუფის, Take That-ის წევრის, გერი ბარლოუს ლონდონში, გადაღებულმა ფოტოებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, საზოგადოების თქმით, ის უჩვეულოდ დაღლილი და შეცვლილი ჩანდა. ფოტოებს გამოცემა The Sun ავრცელებს.

55 წლის მუსიკოსი პაპარაცებმა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სამოსში გადაიღეს. შავ, თავისუფალი სტილის სვიტერსა და ფართო შარვალში გამოწყობილი ბარლოუ თავისი ჩვეული სასცენო იმიჯისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა.

„ნუ თუ ეს გერია?“, „რა სჭირს გერი ბარლოუს?“, „აშკარად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს!“, – არ წყდება კომენტარები.

თუმცა, მომღერლის მეგობრები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ. მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ყველაფერი რიგზეა“, ხოლო ფოტოებს „წარუმატებელი“ უწოდა. მისივე თქმით, ბარლოუ 55 წლის ასაკისთვის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ის უბრალოდ გადაღლილია.

ცნობისთვის საკულტო „ბოუ ბენდმა“ ტურნე სამი თვის წინ დაასრულა. შოუ განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვით გამოირჩეოდა. სანახაობაში თავად ჯგუფის წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესანიშნავი ხუთეული ბრიტანეთიდან –  როგორ გაიმეორა Take That-მა „ბითლზების“ ტრიუმფი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები