LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც დრო გადის, მის გარეშე კიდევ უფრო რთულია..და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რამდენად შორსმჭვრეტელი და მასშტაბური იყო“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას იხსენებს

239
ნინო ზამბახიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე გარდაცვლილ ბიზნესმენს, თემურ უგულავას სოციალურ ქსელში ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

როგორც ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, თემურ უგულავას ადამიანების ამოცნობის საოცარი უნარი ჰქონდა.

„თემურის სურათი ტელეფონმა ამომიგდო და გამახსენდა ეს ადგილი და ზუსტად ის თემა რაზეც ვლაპარაკობდით, რაც დრო გადის, მის გარეშე კიდევ უფრო რთულია…და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რამდენად შორსმჭვრეტელი და მასშტაბური იყო. რამდენი რამ უთქვამს წლების წინ, რაც მაშინ ცოტა არარეალურადაც კი მიმაჩნდა, დღეს კი ხდება.

და ეს მხოლოდ საქმეს არ ეხებოდა. ადამიანებსაც საოცრად ხედავდა. რამდენჯერ მიკამათია მასთან, რამდენჯერ დამიდანაშაულებია სუბიექტურობაში…ახლა კი ვხვდები, რომ ბევრ რამეში მე ვცდებოდი.

ახლა რომ აქ იყოს, ალბათ ისევ თავისი ღიმილით მეტყოდა:

„ცაცულიკ, რომ გეუბნებოდი, არ გჯეროდა…“ – წერს ნინო ზამბახიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„თემურ უგულავა ზრუნავდა ყველაზე, ის არ იყო ადამიანი, რომელიც ზრუნავდა თავის თავზე, ის იყო ხალხისთვის…“ – რა გაიხსენა ნინო ზამბახიძემ თემურ უგულავაზე

„მთელი ტრაგიზმი ამ ამბის არის, რომ წავიდა ადამიანი, ჩემი შვილის მამა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი – მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა… მე და ჩემს უფროს შვილებს 2010-ში, როცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით, 39 წლის ასაკში…“ – ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები