LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც შეხება მამას, საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს თუ რატომ არ იღებს მამა ხმას…“ – რას ამბობს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე

10045
ტარიელ კაკაბაძე

„რაც შეხება მამას, საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს, თუ რატომ არ იღებს მამა ხმას და ძალიან საეჭვოა ზოგადად ის, რომ ამდენი ადამიანი – მამა, მამიდა და სხვები არიან ჩუმად ან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა“ – ამის შესახებ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მისი მცდელობის მიუხედავად მასთან კომუნიკაციის სურვილი გურამ დადიანიძის მამიდას და მამას არ გამოუთქვამთ:

„ერთადერთი სურვილი მქონდა, გამეგო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, რომელიც ტანჯვა-წამებით გავზარდე… ახლა, როდესაც  ხალხი გვერდში დამიდგა, ძალიან ცუდ კომენტარებს მიწერენ…“ – გურამ დადიანიძის დედა საზოგადოებას მიმართავს

„რაც შეხება მამას, საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს, თუ რატომ არ იღებს მამა ხმას და ძალიან საეჭვოა ზოგადად ის, რომ ამდენი ადამიანი – მამა, მამიდა და სხვები არიან ჩუმად ან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, ისე იქცევიან, თითქოს გურამი არის სადმე დასასვენებლად წასული და ძალიან მალე დაბრუნდება უკან. ხანდახან როდესაც მე ამ ადამიანებს ვუსმენ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ გურამ დადიანიძე ჩვენთან ერთად არის და ჩვენ ყველა ერთად გავგიჟდით და არ ვიცით რას ვაკეთებთ და ვის ვეძებთ – როგორ შეძლება ასე მშვიდად იყო ადამიანი, რომლის ოჯახის წევრი, 17 წლის ბავშვი 12 წელია დაკარგულია და არ ვიცით სად არის, გაუჩინარებულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე თავად მქონდა მამიდასთან შეხვედრის მცდელობა და ამ ადამიანმა არ ისურვა ჩემთან შეხვედრა, არ დაურეკავს, არ მოუწერია, არც მამას ჩემთვის არ დაურეკავს, არ მოუწერია და არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ შემხვედროდა…“ – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები