საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 132 კილოგრამ საკვებს ყრის. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
გადაყრილი საკვების ნახევარზე მეტი (72 კილოგრამი) სახლში, ნაგვის კონტეინერში ხვდება. დანარჩენი საკვები ნარჩენი კი კაფეებს, სუპერმარკეტებს და სხვადასხვა წარმოებებს უკავშირდება.
ყველაზე მეტ საკვებს კვიპროსზე ყრიან (ერთი ადამიანი 294 კილოგრამს), მეორე ადგილზეა დანია (254 კილოგრამი) და მესამეა პორტუგალია (185 კგ).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეორე ბოლოშია სლოვენია (71 კილოგრამი), ხორვატია (72 კილოგრამი) და უნგრეთი (84 კგ). რეიტინგში არ არის გათვალისწინებული ლიეტუვის, ესპანეთის და საბერძნეთის მონაცემები.