LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პასუხობს ნინო წილოსანი ორგანიზაციებს, რომლებიც მოუწოდებენ გენდერულ საბჭოში თანამდებობა დატოვოს

264
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ქალების უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ, თავად ნინო წილოსანი ეხმაურება სოციალურ ქსელში.

23 ორგანიზაცია ნინო წილოსანს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

როგორც ნინო წილოსანი წერს, ამ ორგანიზაციებს არ გაუხარდათ, რომ ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება შესრულებულად ჩათვალა.

„მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა, რიგი არასამთავრობოები მომიწოდებენ გენდერული თანასწორობის საბჭო დავტოვო :))

ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, –  წერს ნინო წილოსანი.

რაც შეეხება, 23 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას, ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, განცხადების ავტორების თქმით, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g