მერაბ გეგეჭკორს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. პაროდისტი და მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ინაწილებს შვილებზე პასუხისმგებლობას ყოფილ მეუღლესთან.
შვილები, ალბათ, ძირითადად, დედასთან არიან?
ასე ვერ ვიტყვი, გარკვეული საათები ჩემთან არიან, გარკვეული საათები – დედასთან. როცა უნდათ, ჩემთან არიან, როცა უნდათ – დედასთან. შეზღუდულები არ ვართ. ჩვენ გვაქვს მაგის კულტურა, გავიაზროთ, შვილები შვილები არიან და მშობლები სჭირდებათ. ცხოვრება ასეა, რაღაც იცვლება, რაღაც – არა.
არ აპირებთ, მეორედ შექმნათ ოჯახი?
ოჯახი ისეთი რამეა… როცა ბზარი ჩნდება, შეიძლება, სურვილი აღარ გაგიჩნდეს.
მაგრამ თუ შეგიყვარდათ?
სიყვარული კიდევ სხვა რამეა, ოჯახი უფრო ღრმაა, უფრო შინაარსობრივია, სიყვარულის ფენომენი გარკვეულ ეტაპამდეა. სიყვარული გატაცებაა, რომელიც შემდეგ სხვა ფორმაში გადადის. შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე ნაკლებად ფიქრობდე.
დიდი მადლობა, რომ შვილები მყავს, დიდი მადლობა, რომ ვარ მასთან, ვისთან ერთადაც ვარ, დიდი მადლობა, რომ ჩემი შვილების დედასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს…“