LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა გიორგის ვუთხარი, ცხვირის ოპერაციის გაკეთება მინდა-მეთქი, მიპასუხა, შენ ჩემთვის იდეალური ხარო…“ – მომღერალმა ლალიტა ლომთაძემ ოპერაციის შემდეგ მალევე სცენას მიაშურა

740
page

მომღერალმა ლალიტა ლომთაძემ ახლახან ცხვირის ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა. გამომწერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ მან უმოკლეს დროში გადალახა და სცენაზე დადგა.

ლალიტა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა გადატანილი ოპერაციის და შედეგის შესახებ:

„ოპერაციიდან სამი-ოთხი დღე მქონდა კრიტიკული. მტკიოდა, თან შევშუპდი და ძალიან ვინერვიულე. ამდენი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რომელსაც ვერ გავექცევი, სცენაზე უნდა ვიდგე-მეთქი. არადა, სარკეში ვიხედებოდი და ისეთი წარმოუდგენელი სახე მქონდა, როგორ შევძლებდი ამას, ვერ ვხვდებოდი, თუმცა ყველაფერი შევძელი. დილის ოთხ საათზე ჩამოვედი საქართველოში. ქორწილი ჩავატარე ბათუმში, მერე დავბრუნდი თბილისში, ჩემს შვილს დაბადების დღე გადავუხადე და მერე პირდაპირ ქორწილში წავედი. გამოვიდა, რომ 48 საათი არ მეძინა. ეს იყო ოპერაციიდან მეექვსე დღე…

როცა გიორგის ვუთხარი, რომ ცხვირის ოპერაციის გაკეთება მინდოდა, მიპასუხა, შენ ჩემთვის იდეალური ხარ, მაგრამ თუ თვითონ არ მოგწონს, უნდა წახვიდე და გაიკეთოო. მე შენ გვერდით ვარ და ერთი წამით არ იფიქრო ხელის შემშლელ ფაქტორებზეო.

სახეზე ცვლილებას შეჩვევა სჭირდება, მაგრამ ფორმა პირველი დანახვისთანავე მომეწონა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები