Pitbull-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2011 წლის American Music Awards-ზე ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჰიტის – On the Floor შესრულებისას სცენაზე ეროტიკული სურვილები აღეძრა.
ამ თემაზე მან Billboard Latin Music Week-ის ღონისძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და წერტილი დაუსვა ინტერნეტში წლების განმავლობაში არსებულ ეჭვებს.
რეპერის თქმით, რეპეტიციების დროს ჯენიფერ ლოპესს კონკრეტული საცეკვაო ილეთი არ გაუკეთებია, თუმცა პირდაპირ ეთერში გამოსვლისას მან სპონტანურად პიტბულზე ,,გრინდინგი” დაიწყო.
„როდესაც მან ეს მოძრაობა გააკეთა, მე აღვიგზენი. ასე რომ, ის გავრცელებული ფოტო სრულიად ლოგიკურია, თუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ“ – განაცხადა პიტბულმა იუმორით.
ცნობისთვის, ამ გამოსვლის ამსახველი კადრები და ფოტოები, სადაც მომღერლის შარვალზე რეაქცია აშკარად შესამჩნევი იყო, სოციალურ ქსელებში 15 წელზე მეტია ვირუსულად ვრცელდებოდა და სხვადასხვა ხუმრობის მიზეზი ხდებოდა.
