გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება:
„გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
