LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ იქნები… ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ამდენი წელი გვაკავშირებდა, ამდენი საერთო მოგონება გვქონდა“ – რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულ მათე ობოლაძეს მეგობრები ემშვიდობებიან

473
მათე ობოლაძე

3 ნოემბერს ტრაგედია დატრიალდა ქუ­თა­ის­ში – რიონჰეს­თან ახ­ლოს ხევ­ში გა­და­ვარ­და ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა.

რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რიონჰესში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მალევე წყალში იპოვეს ავტომობილიც.

გარდაცვლილი ახალგაზრდები 20 წლის მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.

„როგორ უნდა გაუძლოს მისმა დედამ…“ – ცნობილია რიონჰესთან, ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდის ვინაობა

ახალგაზრდების შესახებ მათი მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს წერენ და მათეს და ბერდიას ემშვიდობებიან.

მათე ობოლაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს მისი ერთ-ერთი მეგობარი, მარიამ კვარაცხელია და ბავშვობის მეგობარს ემშვიდობება.

„სიტყვები უძლურია იმის გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობთ.

ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ამდენი წელი გვაკავშირებდა, ამდენი საერთო მოგონება გვქონდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასე მოულოდნელად დაგვტოვებდი.

როგორი ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ იქნები, რომ ვეღარ შეგხვდებით, ვეღარ გაგესაუბრებით… რით ვანუგეშოთ შენი ოჯახი, რა სიტყვებით შევუმსუბუქოთ ეს აუტანელი ტკივილი? ძალიან ადრე წახვედი, მათე, ძალიან ადრე… უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული“, – წერს მათე ობოლაძის მეგობარი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები