LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსალია ლათინური გრემის დაჯილდოებაზე იმღერებს – სცენაზე დედი იანკის სპეციალური პერფორმანსიც გაიმართება

213
download (4)

ლათინურმა ხმისჩამწერმა აკადემიამ ის არტისტები დაასახელა, რომლებიც ლათინური გრემის 27-ე დაჯილდოებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგებიან.

მათგან ყველაზე დიდი ყურადღება როსალიამ მიიპყრო, რადგან ესპანელი მომღერალი წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

როსალია 7, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციებშია წარდგენილი, როგორებიცაა: „წლის ალბომი“ მე-4 სტუდიური ჩანაწერისთვის – Lux და „წლის ჩანაწერი“ და „წლის სიმღერა“ ტრეკისთვის – La Perl.

რას იმღერებს როსალია ცერემონიაზე, ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ცნობებით, სცენაზე ასევე ვიხილავთ სპეციალურ პერფორმანსს დედი იანკისგან, რომელსაც საპატიო პრემია – Person of the Year მიენიჭება.

პერფორმერთა შორის ასევე არიან: ანიტა, ხუანესი, ხორხე დრექსლერი და სხვები.

ცნობისთვის, ლათინური გრემის 27-ე დაჯილდოება 12 ნოემბერს, ლას-ვეგასში, MGM Grand Garden Arena-ზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები