LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთი კლიმატ-ნეიტრალური იმაზე უფრო ადრე გახდება, ვიდრე გეგმავდა

110
რუმინეთი კლიმატ-ნეიტრალური იმაზე უფრო ადრე გახდება, ვიდრე გეგმავდა

რუმინეთი აპირებს, რომ 2045 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შეამციროს, ანუ კლიმატურ ნეიტრალიტეტს 5 წლით უფრო ადრე მიაღწიოს ვიდრე გეგმავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტად იმდენი იქნება, რამდენსაც გარემო მთლიანად შთანთქავს, წერს sustainability – today.

მიზნის მისაღწევად რუმინეთი მზის და წყალბადის ენერგიების წარმოებას კიდევ უფრო გაზრდის. სულ მალე ქვეყანაში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგურიც გაიხსნება.

რუმინეთი ალტერნატიული ენერგიების გამომუშავებაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს. გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი ქვეყანაში 85%-ით შემცირდება, ხოლო ენერგიის 38% განახლებადი ენერგიებისგან მიიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები