LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ქალები თავად მოგვარდებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ფიქრობს, რომ ქალებს სექსი არ უნდა ჰქონდეთ

773

“რუსი ქალები თავად გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ექნებათ უცხოელ გულშემატკივრებთან, რომლებიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე არიან ჩასულები” – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამ კომენტარით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსი დეპუტატის, ტამარა პლეტნიოვას მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც ურჩია ქალებს,  საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან სექსი არ ჰქონოდათ.

“რუსი ქალები თავად მოგვარდებიან ამ საკითხებში. ისინი მსოფლიოში საუკეთესო ქალები არიან.

ვფიქრობ, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ ეხება ჩვენს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციას”, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის თემა სწორედ “არა რასიზმის” ლოზუნგითაა ცნობილი.

შეგახსენებთ, 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთია. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები