რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება მშობლიურ ნავსადგურს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას გამოიწვევს თავად რუსეთში. ასეთი დეგრადაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება მშობლიურ ნავსადგურს.
ჩვენ ლიდერებთან საუბარში გავცვალეთ შეფასებები იმის შესახებ, რაც ხდება რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება სიტუაცია და ვიცით, როგორ მოვიქცეთ”, – აცხადებს ზელენსკი.
