LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი გირგვლიანის საქმის უშუალო მონაწილე არ ყოფილა“ – ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმარია

124
სერგო-ჩიხლაძე

„ყველა, ვინც პოლიტიკური მოტივითაა დაპატიმრებული, პოლიტპატიმარია,“– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგოც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმის უშუალო მონაწილე არ ყოფილა.

„სააკაშვილი გირგვლიანის საქმეში უშუალო მონაწილე არ ყოფილა. ის ამ საქმეში შეწყალების მომენტში ფიგურირებს. ყველა ადამიანი, ვინც პოლიტიკური მოტივითაა დაპატიმრებული, ის პოლიტიკური პატიმარია.

თვითონ ბატონი ღარიბაშვილი ადასტურებს ამას, მას როცა უნდა, მუხლს დაუმატებს, როცა უნდა, მუხლს მოუხსნის,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი პოლიტპატიმარია.

„თუ რამე არსებობს მის წინააღმდეგ, ჩვენებები და საქმეები, ეს უნდა გადაწყვიტოს მიუკერძოებელმა, სამართლიანმა სასამართლომ. ასეთი სასამართლო საქართველოში არ გვაქვს.

ასეთი სასამართლოს ერთადერთი საშუალება ხელისუფლების ცვლილება და სასმართლო რეფორმის დაწყებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ყველანაირი დევნა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს, ნებისმიერი გადაწყვეტილება – სწორი თუ არასწორი, ასეთი სასამართლოს პირობებში ეჭვის ქვეშ დადგება.

„ამ სასმართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ვინმე ენდობა? ჩინჩალაძე-მურუსიძე და სასამართლო გადაწყვეტილებები სააკაშვილის მმართველობის დროს თუ მიუღებელი იყო, „ქართული ოცნების“ დროს გაკეთილშობილდნენ?

აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ვიღაცას სჯერა თუ არ სჯერა, სამართლიანი სასმართლოს პრინციპი დარღვეულია ნებისმიერ საქმეზე,“- თქვა ჩიხლაძემ.

მისი აზრით, ვიდრე ეს პრინციპი არ იქნება აღდგენილი, ყველაფერი, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის და პირველი პირების მიმართ გამოტანილი განაჩენები და საქმეები იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.

‚პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაც არ ჩაუდენია. ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს და სამართლიანი სასმართლოს მიერ უნდა იყოს გადაწყვეტილი.

საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, სწორი თუ არასწორი, ასეთი სასამართლოს პირობებში ეჭვის ქვეშ დადგება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g