LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას

108
ყაზბეგი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, აღნიშნული პუნქტის გავლით, საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g