LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერეში თევზაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

241
შსს

საჩხერეში თევზაობის დროს მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები