მაიკლ დუგლასმა ახალ ინტერვიუში თავისი დიდი ხნის მეგობრისა და ჰოლივუდის ლეგენდის, ჯეკ ნიკოლსონის შესახებ ისაუბრა.
დუგლასის თქმით, ნიკოლსონი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კინემატოგრაფიულ სამყაროს ჩამოშორდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურს. ამის შესახებ pagesix წერს და ფოტოებს ავრცელებს.
„ვიცი, რომ ის კარგადაა, უბრალოდ გაქრა. ვნახულობ ხოლმე, ის კარგად გრძნობს თავს. თავის სახლშია და ხშირად ჩუსტებით დასეირნობს. ხდება ხოლმე ასე. მან ეს დაიმსახურა. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია, მე მისი მესმის“, – აღნიშნა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ 89 წლის ჯეკ ნიკოლსონს კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებია. 2010 წელს გამოსული ფილმის, How Do You Know-ის შემდეგ, მსახიობი დიდ ეკრანზე აღარ გამოჩენილა და წლების განმავლობაში საჯარო ღონისძიებებსაც იშვიათად ესწრება.
ბოლოს ნიკოლსონი საზოგადოებაში 2025 წელს, გადაცემა Saturday Night Live-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნახეს.
რაც შეეხება ჯეკისა და მაიკლის ურთიერთობას, მართალია, მსახიობებს ერთად არასდროს უთამაშიათ ფილმში, თუმცა, მაიკლ დუგლასი 1975 წლის საკულტო ფილმის, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ნიკოლსონი ასრულებდა.
ჯეკ ნიკოლსონი მოხუცებულთა თავშესაფარში მოათავსეს? – 89 წლის მსახიობის ქალიშვილი ახალ ფოტოს ავრცელებს
ბერეტი და ხელჯოხი – 87 წლის ჯეკ ნიკოლსონის უიშვიათესი გამოჩენა

