,,სვაროვსკიმ” ახალი სადღესასწაულო კამპანია სახელწოდებით – JOY: The Swarovski Musical წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ბრენდის გლობალური ელჩი – არიანა გრანდეა.
კამპანია აგებულია თანამედროვე მუზიკლის სტილში, რომელიც აერთიანებს დრამას, გლამურსა და სადღესასწაულო ჯადოსნურობას. გრანდე ვიზუალებში სწორედ სადღესასწაულო განწყობასა და კაშკაშა ენერგიას გადმოსცემს.
რეკლამაში აქცენტი გაკეთებულია Swarovski-ის საკულტო კოლექციებზე – Millenia, Una, Mesmera და Vienna. მომღერალი წარმოდგენილია კრისტალებით მორთული გლამურული ყელსაბამებით, სამაჯურებითა და დახვეწილი აქსესუარებით.
კამპანიის შემოქმედებითი დირექტორია ჯოვანა ენგელბერტი, ხოლო ვიდეოს რეჟისორი – კრისტიან ბრესლაუერი, რომელსაც არიანას კლიპების უმეტესობა ეკუთვნის.
კამპანიის სრული კოლექციისა და სადღესასწაულო პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია Swarovski-ის ოფიციალურ პლატფორმაზე.