LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა

Untitled (2)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში მივიდა, სადაც დღეს თბილისში აფეთქებისას დაშავებულებს მოინახულებს. გავრცელებული ინფომაციით, კლინიკაში მივა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების შესახებ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული, 4 ბავშვი და ერთი სრულწლოვანი.

სერგეენკოს ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ერთი მათგანი მეტ მეთვალყურეობას საჭიროებს.

შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე დიდ დიღომში იმ ადგილზე იმყოფება, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  საბანაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g