LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართებელი დამისვა სახეზე“ – ერთ-ერთ საჯარო სკოლის თანამშრომელს უცნობი პირი თავს დაესხა

257
ეპიტაშვილი

არსებული ინფორმაციით, საჯარო სკოლის თანამშრომელს უცნობი პირი თავს დაესხა.

შემთხვევა დღეს დაბა კაზრეთში მოხდა.

როგორც ფიქრია ეპიტაშვილი ჰყვება, მას შავებში ჩაცმული ადამიანი უკნიდან მიეპარა და სახის არეში სამართებლით ჭრილობა მიაყენა.

როგორც ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, მომხდარს მის გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.

„მივდიოდი სამსახურში, უკანა მხრიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. ყურსასმენი მოვიხსენი და შევტრიალდი, რა დროსაც შავებში ჩაცმულმა, ქუდი ეფარა, წარმოიღო ხელი და სამართებელი დამისვა სახეზე, ლოყაზე, სიტყვებით – გა**ვი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან.

ამ დროს სამართებელი გამოვგლიჯე, რის გამოც ხელზეც მაქვს ჭრილობა. ჯიკაობაში წავიქეცი, ეს ადამიანი წაიქცა. გარშემო არავინ არ იყო. ავდექი, ჩავედი კიბეებზე და მოქალაქეებმა დამინახეს. თავად დავრეკე 112-ში, გამოვიძახე სასწრაფო და პოლიცია. მოვიდნენ. ნაკერები არ მჭირდა, ზედაპირული არისო, თუმცა სახვევები დამადეს. ახლა მივდივარ განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის”, – ამბობს ფიქრია ეპიტაშვილი,“ – აღნიშნავს ფიქრის ეპიტაშვილი „პირველებთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g