სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ კონსულტაციებს მართავს, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, კონსულტაციების დასრულებამდე სამომავლო გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღე აქტიური კონსულტაციების, აქტიური თათბირის რეჟიმში გავხარჯოთ და ამის შემდეგ ვამცნოთ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი. სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება გუნდის შიგნით კონსულტაციები, პოზიციების შეჯერება, საერთო კანდიდატურებზე შეთანხმება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის ინფორმაციით, კონსულტაციები დაახლოებით 10-11 ნოემბრისთვის დასრულდება და ამ დროისთვის შედეგებს მოსახლეობაც გაიგებს.