“მე იტალიელი ვარ, მექსიკელი, კენიელი, ავსტრალიელი, ამერიკელი და მე ვიცი, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და არა შენი საკუთრება,”– ამ სიტყვებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ
” რუსეთო, მსოფლიო გუყურებს” – ამბობს ათეულობით ადამიანი ვიდეორგოლში და ხაზს უსვამენ , რომ ქართველებს აქვთ უფლება იბრძლონ თავისუფლებისთვის.
https://www.facebook.com/everythinginterestinginoneplace/videos/2236379666677295/
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ტურისტული ემბარგოს გამოყენებას საქართველოდან და მსოფლიოდან არაერთი ადამიანი აპროტესტებს.
ამასთან, ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ ტურისტებს საქართველოს ეწვიონ.
ვფიცავ, არც კი იცით, რა გელით - გურამ კაშია ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება
წადით საქართველოში და საბოლოოდ ნახეთ ნამდვილი მთა
