LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორქშოპს გამართავს

442
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე „თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია“.

ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვორქშოპის მონაწილეები:

  • გაიგებენ, როგორ შეიძლება საკუთარი მოტივაციის მართვა და ეფექტური ლიდერის როლის გაძლიერება;
  • გაეცნობიან გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პრაქტიკულ მიდგომებს;
  • ისწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები;
  • გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს და გრძელვადიან სამოტივაციო სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში – ესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g