LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

115
რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g