საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მივიდა.
„დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს.
მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს