LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამარტივებული წესით თურქეთის მოქალაქეებიც შემოვლენ

102
Gty-airport-checkin-er-160415-16x9-1600

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით,  ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები გამარტივებული წესებით შემოვლენ.

ნათია თურნავას თქმით, 15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.

„ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის. უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g