LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გაიზარდა – მონაცემები დღის ბოლოს შეიცვალა

256
omikron

საქართველოში “ომიკრონის” შიდა გავრცელება დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგები ინფიცირებულები პაციენტების კონტაქტების მოძიებას უკვე ვეღარ ახერხებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

„ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში უკვე 900-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მონაცემები დღის ბოლოს შეიცვალა და ქვეყანაში დაახლოებით ახალი შტამის 300 ახალი შემთხვევაა.

ეპიდემიოლოგები კვლავ ვაქცინაციის გააქტიურებისკენ და ხალხმრავალ ადგილებში ორი პირბადის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.

ივანე ჩხაიძე: ფაქტობრივად „ომიკრონს“ ვერაფერი გააჩერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g