LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება, სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური“ – სალომე ზურაბიშვილი

132
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება და სწორედ ამიტომ დაიწყო რეგიონებში ტური“.

„საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,” – წერს ზურაბიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში“ – სალომე ზურაბიშვილი

„არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება – საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს, რომ აღარ იყოს საუბარი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს – თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა!“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g