12 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდა, ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.
რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით გოგონა სარეცხს კრეფდა, რა დროსაც სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და მესამე სართულიდან გადმოვარდა.
გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
