LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი სცენაზე დაბრუნებამდე პარიზში მოდური იმიჯით გამოჩნდა

157
photo-collage.png (89)

სელინ დიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მომღერალი პარიზში, სასტუმროდან გამოსვლისას, გულშემატკივრებს გულთბილად მიესალმა და მათ წინაშე Tom Ford-ის ექსკლუზიური იმიჯით წარდგა, რომელიც დიზაინერ, ჰაიდერ აკერმანის მიერ არის შექმნილი.

ეს გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კანადელი პოპ-დივა საფრანგეთის დედაქალაქში დიდი ხნის ნანატრი საკონცერტო რეზიდენციისთვის მოსამზადებლად ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი პერფორმანსები იქნება საკულტო შემსრულებლის პირველი სრულფასოვანი საკონცერტო სერია მას შემდეგ, რაც მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვეს.

მომღერლის ისტორიული დაბრუნება და პირველი კონცერტი Paris La Défense Arena-ზე, 12 სექტემბერს შედგება. ამასთან, უპრეცედენტო მოთხოვნის გამო კონცერტების სერიით იმავე ვენიუზე არტისტი მომავალ წელსაც იმღერებს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია სელინ დიონის სცენაზე დაბრუნების შესახებ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 23 მარტს, პარიზის ქუჩებში, მათ შორის Café du Louvre-ის სიახლოვეს, მოულოდნელად განთავსდა 250-მდე სარეკლამო დაფა არტისტის ისეთი ჰიტების სათაურებით, როგორებიცაა: My Heart Will Go On, The Power of Love, Pour que tu m’aimes encore და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები