სელინ დიონმა პარიზში გამართული რიგით მესამე კონცერტის შემდეგ, თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალი მოულოდნელად გამოჩნდა სასტუმროსთან შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე, ფეხშიშველი აძვრა იქვე მდგარი ავტომობილის სახურავზე და ხალხთან ერთად იმღერა და იცეკვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მღერის 58 წლის არტისტი 1995 წლის ფრანგულენოვან ჰიტს – Pour que tu m’aimes encore და დირიჟორობს პუბლიკას.
ეს სპონტანური და ენერგიული მომენტი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რადგან საკულტო შემსრულებელი ბოლო წლებში იშვიათი ნევროლოგიური დაავადების გამო საჯარო სივრცეს იყო მოწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში სელინ დიონმა 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სრულფასოვანი საკონცერტო რეზიდენცია დაიწყო პარიზის Plenitude Arena-ზე, რაც მის ტრიუმფალურ დაბრუნებად შეფასდა.